Accentnews.ge
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ მიტინგს აყურებინებენ“

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ მიტინგს აყურებინებენ“

08/11/2020 13:40:02 პოლიტიკა

„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ აქციები ხელახალი არცევნების მოპოვების გარანტიაა.

ამასთან, ბურჯანაძე არაა დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა იცის, რა ხდება ახლა რუსთაველზე.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ მიტინგს ბიძინა ივანიშვილს აყურებინებენ: 22 ნოემბერს [2003 წლის – რედ.], როდესაც შევარდნაძეს დავურეკე და ვთხოვე, ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინა, თორემ რევოლუცია მოხდებოდა, მითხრა „500–1000 კაცი ხართ და რა მნიშვნელობა აქვსო“, – ზუსტად 24 საათში გადადგა. 2007 წლის 7 ნოემბერს მე სააკაშვილს ვაფრთხილდებდი, „პარლამენტის წინ 50 000 კაცი მოვა და ეს ჩვენი ბრალი იქნება–მეთქი“, „არა, ნუ ნერვიულობო“, – ზუსტად ორ დღში გადადგა... დარწმეული ვარ, ბიძინა ივანიშვლს არჩევნების დათმობა მოუწევს. არ ვიცი, ეს 24 საათში მოხდება, – 48 საათში თუ ცოტა მეტში, მაგრამ ეს პარლამენტი რომ ვერ იმუშავებს, ეს დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ“,– განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S