ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შემდეგ ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ასაჯაროებს
08/11/2020 16:08:48 პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლებმა მუდმივი აქციების გამართვისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიოტორია აარჩიეს. როგორც ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, ეს ოპოზიციის გეგმის ერთი ნაწილია. განცხადება მელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე რეგირებისთვის ხელისუფლებისთვის მიცემული დრო ამოიწურა.
მელიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტზე სახელისუფლებო გუნდის წევრები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე გავიდნენ.
„იქნებ ხვალ დაველაპარაკოთო“, – როდესაც აქ მთელი ერი დგას, ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს! რეჟიმს არც ერთი სიტყვა არ დაეჯერება და, ბუნებრივია, სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოთტური დაპირების არ სჯერა. ინიციატივა, საიმართლე, სიმტკიცე, სიმამაცე ხალხის მხარესაა – ისტორიის სწორ მხარეს. ამიტომ მოქმედების დროც არის.
ბრძოლა შეიძლება 1–2–3–დღიანი იყოს, მაგრამ უწყვეტი იქნება – არ იქნება ინტერვალი, ხალხი ყველა რეგიონში სულ გარეთ იქნება. ახლა ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას: იქ ვერავინ შევა და იქიდან ვერავინ გამოვა!“,– განაცხადა მელიამ.
ამრიგად, ოპოზიცია გეგმავს, ცსკ–ს შემაჯამებელი ოქმების მიღების შესაძლებლობა არ მისცეს და რა გზით შეძლებს ამას, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დემონსტრანტები რუსთაველის გამზირიდან ცსკ–ის შენობის მიმართულებით უკვე დაიძრნენ.
რაც შეეხება ოპიზიციის მოთხოვნებს, ისინი ცსკ–ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას, ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას მოითხოვენ.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის პარალელურად აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. როგორც დემონსტრანდებმა განმარტეს, თბილისის აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შესაბამისად იმოქმედებენ.
ინფორმაციისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებ იზღუდება.


