Accentnews.ge
პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

08/11/2020 17:35:05 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარედ ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტების ნაწილი საარჩევნო კომისიასთან უკვე მივიდა. პოლიციასთან შეხლა–შემოხლის შემდეგ სამართალდამცველებმა მომიტინგეთა ერთი ჯგუფის წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს, რათა მათ შენობასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცენ. აღნიშნულმა მანიფესტანტთა გაღიზიანება გამოიწვია. ადგილი აქვს მათი მხრიდან ქვების გამოყენებასაც.

დემონსტრანტთა მეორე ჯგუფი და ოპოზიციონერი ლიდერები ცსკ–მდე ჯერ არ მისულან.

ადგილზე სპეცრაზმიცაა მობილიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S