Accentnews.ge
ცსკ–სთან გაზიც გაუშვეს: „გავეშებულია ხელისუფლება და ყველაფერზე მიდის!“

ცსკ–სთან გაზიც გაუშვეს: „გავეშებულია ხელისუფლება და ყველაფერზე მიდის!“

08/11/2020 18:09:13 პოლიტიკა

მომიტინგეთა ძირითადი კოლონა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას უახლოვდება, სადაც ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა: პოლიციამ მომიტიგეთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, ცოტა ხნის წინ კი სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, რადგან მომიტიმგეებს სუნთქვის უკმარისობის ჩივილები აქვთ. ადგილზე დიდი რაოდენობით სპეცრაზმია მობილიზებულნი.

„გავეშებულია ხელისუფლება და ყველაფერზე მიდის. წყლის ჭავლის გამოყენება რატომ გიკვირთ, როდესაც ორი კაცი დაიჭირეს და ძმაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა დააბრალეს?! ყველა ბრუტალურ მეთოდს გამოიყენებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ივანიშვილი რასაც დათესავს, იმას მოიმკის!“,– განაცხადა გიგი უგულავამ სცკ–სთან გამვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

ის მომიტიგეებთან ერთად ცსკ–ის შენობას უახლოვდება.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ირონიულ კომენტარს უპასუხა, საპროტესტოდ გამოსული ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით.

„ხალხი ისეთი გამწარებულია, ამათ ცოცხლად შეჭამთ. გამოჰყავთ კობახიძე და ამბობს, 200 კაციაო – ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა?“,– იკითხა უგულავამ.

ცსკ–სთან დაძაბულობაა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და ისინი ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ. მომიტიმგეები აცხადებენ, რომ პოლიციამ სპეციალური საშუალებები – წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, გაზი მომიტიმგეთა გაფრთხილების გარეშე გამოიყენა, არადა გაფრთხილებას მათ კანონი ავალდებულებთ.

განახლება

შსს ცრემლსადენი გაზის გამოყენებას უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S