Accentnews.ge
მდინარაძე – წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენებაზე: „თავდასხმის დროს გაფრთხილება არ ხდება“

მდინარაძე – წყლის ჭავლის გაუფრთხილებლად გამოყენებაზე: „თავდასხმის დროს გაფრთხილება არ ხდება“

08/11/2020 19:16:11 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ცსკ–სთან განვითარებული მოვლენების დროს წყლის ჭავლის მომიტინგეთა გაფრთხილების გარეშე გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენდა. მისივე თქმით, "ამის შესაძლებლობას კანონიც იძლევა".

„ვნახეთ კადრები, როდესაც ისინი [მომიტინეები] ღობეს ანგრევენ და ქვებს ისვრიან. ასეთ დროს მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერ ესწრება და არც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ – ეს მარტივი იურიდიული კაზუსია. გაფრთხილება ხდება, როდესაც დაშლის წინაპირობაა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არაა. თავდასხმის დროს გაფრთხილება არ ხდება“,– ამგვარად განმარტა მდინარაძემ პოლიციის მიერ მომიტიმგეთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ სპეციალური საშუალების გამოყენების ფაქტი.

მისივე თქმით, ოპოზიციას რუსთაველზე „აქცია ჩაუფლავდა“ და ძალადობრივ მეთოდებზე გადავიდა.

მან მომიტინგეებს მოუწოდა, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს.

ცნობისთვის: მომიტინგეთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ ცსკ–სთან წყლის ჭავლი გამოიყენეს. აღნიშნულს წინ გარკვეული დროის განმავლობაში პოლიციასა და დემონსტატებს შორის შეხლა–შემოხლა უძღოდა, რაც მათ გაფრთხილების შესაძლებლობასაც იძლეობა. წყის ჭავლის გამოყენებისას მოქალაქეები დაშავდნენ.

მოგვიანებით შსს–მ სპეციალური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მომიტინგეთა შეჭრისგან დაცვით ახსნა და განაცხადა, რომ პროპორციული ძალა გამოიყენეს.

ამ დროისთვის ცსკ–სთან აქცია გრძელდება. მომიტინგეები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. გაიჟღერა ჟვანიასთან შეხვედრის მოთხოვნამაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S