Accentnews.ge
მომიტინგეები ღამით ცსკ–ის შენობასთან დარჩენას გეგმავენ

მომიტინგეები ღამით ცსკ–ის შენობასთან დარჩენას გეგმავენ

08/11/2020 20:16:19 პოლიტიკა

დემოსნტრანტები ღამით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენისკენ მოუწოდა ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

„აქ ვართ, არავინ მივდივართ და ბრძოლა ბოლომდე!,– განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ მიზანი ჯერ ცსკ–ის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვებაა და შემდეგ ხელახალი არჩევნები.

მანამდე რიგი ოპოზიციონერი ლიდერისგან ცსკ–ის თავჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის მოთხოვნამ გაიჟღერა, თუმცა ჟვანიას პასუხი მოთხოვნაზე უცნობია.

ცნობისთვის: მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ შედარებით სიმშვიდეა, თუმცა შსს სპეციალური ხმოვანი საშუალებთ ძალის გამოყენების შესაძლენლობის თაობაზე პერიოდულად აფრთხლებს.

რაც შეხება ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენებას, შსს–სა და სახელისუფლებო გუნდში მას პროპორციული ღონისძიება უწოდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი კი მიიჩნევენ, რომ ადგილი პრევენციულ ღონისძიებას უფრო ჰქონდა, ვიდრე თავდასხმის მყისიერ მოგერიებას, ამიტომ აქტს არაპროპორციულ ღონისძიებად აფასებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S