Accentnews.ge
ბათუმში, მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს

ბათუმში, მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს

08/11/2020 23:03:01 პოლიტიკა, რეგიონები

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეონდა. მომიტინგეებმა მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს და განმარტეს, რომ ღამით ადმინისტრაციულ შენობასთან დარჩენას გეგმავენ.

"24 საათის განმავლობაში აქ ვართ, სანამ ჩვენი მოთხოვნები - ახალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობით ხელახალი არჩევნები არ შესრულდება. საზოგადოებას ესმის, რომ ყველაზე საშიში თავისუფლების დაკარგვაა. კოვიდი მეორეხარისხოვანია, როდესაც თავისუფლების დაკარგვის საფრთხეა", - განაცხადა ენმ–ის წევრმა მირდატ ქამადაძემ.

მთავრობის სახლთან სამართალდამცველები და სპეცრაზმი იყო მობილიზებული, თუმცა განსხვავებით თბილისისგან, ძალა არ გამოყენებულა.

ცნობისთვის: თბილისში, ცსკ–ის შენობასთან წყლის ჭავლი ინტენსიურად გამოიყენეს. მომიტინგეები ღამით ცსკ–სთან დარჩენას გეგმავდნენ, თუმცა სპეციალური ღონისძიების გამოყენების შემდეგ გეგმები შეიცვალა – აქცია რუსთაველზე 18:00 საათზე განახლდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S