Accentnews.ge
ლომჯარია: "ეს ჩვენ გადაგვჩეხავს!"

ლომჯარია: "ეს ჩვენ გადაგვჩეხავს!"

08/11/2020 23:05:31 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ცსკ-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ხელისუფლებას სთხოვს, დეესკალაციისკენ ნაბიჯები გადადგას.

"მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად! მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!" - აცხადებს ლომჯარია.

მოგვიანებით ლომჯარიამ განმარტა, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს და ახლა მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ის მოუწოდებს სახელისუფლებო გუნდს, გაითვალისწინოს ეპიდემიოლოგიური ვითარება, კრიზისი რეგიონში და გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ, წინააღდეგ შემთხვევაში, პროცესები ჩიხში შევა და "გადაგვჩეხავს კიდეც".

ცნობისთვის: თბილისში, ცსკ–ის შენობასთან წყლის ჭავლი ინტენსიურად გამოიყენეს, შედეგად მომიტიგეები და ჟურნალისტები დაშავდნენ. მომიტინგეები ღამით ცსკ–სთან დარჩენას გეგმავდნენ, თუმცა სპეციალური ღონისძიების გამოყენების შემდეგ გეგმები შეიცვალა – აქცია რუსთაველზე 18:00 საათზე განახლდება.

კრიტიკის ობიექტი ხელისუფლება წყლის ჭავლის გამოყენების გამო გახდა პანდემიის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S