Accentnews.ge
„სწორი საქციელი კომპრომისი იქნება – ივანიშვილი პირადად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში“

„სწორი საქციელი კომპრომისი იქნება – ივანიშვილი პირადად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში“

09/11/2020 09:23:24 პოლიტიკა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს მხარეებს შორის დიალოგზა და კომპრომისში ხედავს.თუმცა როგორც შარაძენიძე აღნიშნავს, ამჯერად დიალოგში უშუალოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდოარე ბიძინა ივანივილი უნდა ჩაერთოს და არა ის პირები, რომელთაც დიდი ხანია, ნდობის დეფიციტი აქვთ და მეტიც, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევენ.

„მოდით თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს: ქვეყნის ერთადერთი ყოფილი მმართველი, ვისაც გაქცევა არ მოუხდა, შევარდნაძე იყო. ესეც ძირითადად იმიტომ, რომ იგი გადადგა და ასაკიდან გამომდინარე პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

არ მინდა, რომ ივანიშვილსაც მოუხდეს გაქცევა, რადგან ეს მარაზმი ოდესღაც უნდა დავასრულოთ და ამ მოჯადოებული წრიდან ოდესღაც უნდა გავიდეთ. ასევე ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილსაც საქართველოში უნდა ცხოვრება. აქ თავს უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს და აქაურობაც უყვარს.

გასაგებია, რომ ივანიშვილს სააკაშვილის დაბრუნების ეშინია. მაგრამ თუკი სწორად და სამართლიანად მოიქცევა, მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს, მას შემდეგაც, როცა (ოდესღაც) ძალაუფლებას დაკარგავს.

ამ ეტაპზე სწორი და სამართლიანი საქციელი კი დიალოგი და კომპრომისი იქნება. ოღონდ იგი პირადად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში. ასევე კარგი იქნება, თუკი ოპოზიციასთან და (რაც უფრო მნიშვნელოვანია) ხალხთან სალაპარაკოდ ივანიშვილი წინ აღარ წამოსწევს იმ ფიგურებს, რომელთაც ნდობა დიდი ხანია, აღარ გააჩნიათ და გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევენ.

ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნდა ეს თუ არა, იგი პოლიტიკაშია ჩართული. პოლიტიკა კი კომპრომისის ხელოვნებაა“,– განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს უნდობლობას უცხადებს, მოითხოვს ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომას და ხელახალ არჩევნებს.

6 ნოემბერს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯერ ოპოზიციური სპექტრი გააკრიტიკა, უწოდა „ქუჩის ოპოზიცია“ და შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგისთვის მზადაა.

8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა არასერიოზული უწოდა. 8 ნოემბერს ცსკ–ისთან მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენების პარალელურად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ენმ–ის ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გაახსენა, უკვე 9 ნოემბერს კი ხელისუფლების მხრიდან დიალოგისადმი მზადყოდნის სურვილი გამოითქვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S