Accentnews.ge
„შსს-ს მიერ 3 თვეში გაცემული პრემია-დანამატები მეტია, ვიდრე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წლიური დაფინანსება“

„შსს-ს მიერ 3 თვეში გაცემული პრემია-დანამატები მეტია, ვიდრე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წლიური დაფინანსება“

09/11/2020 11:37:15 პოლიტიკა

ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, გაცემული პრემია-დანამატების მოცულობით სახელმწიფო უწყებებს შორის შსს ლიდერობს.

ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით, 2018-2019 წლებში შსს-მ მხოლოდ პრემია-დანამატებზე 167.6 მილიონი ლარი დახარჯა და 2019-ის მაჩვენებელი წინა წლისას 22 მილიონით აღემატებოდა.

„პრემია-დანამატები გამოუძიებელი დანაშაულების და ძალის გადამეტების შემთხვევების პარალელურად იზრდება. [...] შსს-ს მიერ მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გაცემული პრემია-დანამატები მეტია, ვიდრე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წლიური დაფინანსება“,– აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S