Accentnews.ge
„კომენდანტის საათი“ ამოქმედდა, თუმცა აქცია გრძელდება

„კომენდანტის საათი“ ამოქმედდა, თუმცა აქცია გრძელდება

09/11/2020 18:18:24 პოლიტიკა

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის ამოქმედების მიუხედავად, თბილისში, რუსთაველზე აქცია გრძელდება. ადგილზე რჩებიან პოლიტიკოსებიც.

ბოლო ინფორმაციით, პარლამენტთან, დემონსტრაციის ადგილზე შეშის მიტანისთვის სამი აქტივისტი – გიორგი მჟავანაძე, გიორგი რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი დააკავეს.

ვინაიდან აქტივისტებს სამართალდამცველებმა შეშა ჩამოართვეს, დემონსტანტებს გათბობის საშუალება არ აქვთ.

„სირცხვილიას“ აქტივისტ შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებს დავალება აქვთ, პარლამენტის შენობის წინ დემონსტრანტებს ხელი არ ახლონ და მხოლოდ მას შემდეგ დააკავონ ან დააჯარიმონ, რაც ისინი მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. ამ ინფორმაციის საფუძველზე დიღმელაშვილმა დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ ისინი სწორედ პარლამენტთან არიან უსაფრთხოდ და ერთად დგომა უნდა განაგრძონ, რათა სამართალდამცველების სამიზნე არ გახდნენ.

დიღმელაშვილმა პოლიციელებსაც მიმართა:

„უკაცრავად, მეგობრებო, თქვენ ბიძინა ივანიშვილის კერძო დაცვა ხართ მანამ, სანამ უკანონო ბრძანებებს ემორჩილებით. პოლიციის მინისტრი ივანიშვილის კერძო დაცვის უფროსია და მას უნდა, ჩვენი საჯარო სამსახურები კერძო სამსახურებად აქციოს. მე პატივს ვცემ პოლიციას – 2008 წელს ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ხალხს გორში როგორ ეფარებოდნენ. ეს არის ვაჟკაცი ხალხი, რომელსაც არ მოსწონს უკანონო ბრძანებების აღსრულება. ეს ხალხი ჩვენს მხარეს გადმოვა. ეს მალე მოხდება“,– განაცხადა დიღმელაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S