Accentnews.ge
ჯაფარიძე „კომენდანტის საათის“ დარღვევას კიდევ ორი გზით გეგმავს

ჯაფარიძე „კომენდანტის საათის“ დარღვევას კიდევ ორი გზით გეგმავს

09/11/2020 18:46:08 პოლიტიკა

პარტია „გირჩის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება და ამ ჟესტით არღვევს მთავრობის მიერ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, საკუთარი პროტესტის გამოხატვას სხვა გზებითაც გეგმავს. კერძოდ, ოპოზიციონერი აპირებს, დილის 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე ავტომანქანით გადაადგილებაც მოასწროს.

„ვაპირებ, ჯერ აქ [პარლამენტის წინ – რედ.] ვიყო, მერე ფეხით და მანქანითაც გადავადგილდე – მაინტერესებს რას იზამენ" - აღნიშნა მან.

„გირჩი“ ამ რეგულაცებს გაზაფხულიდან არ ემორჩილებოდა. "იქიდან მოყოლებული ვაპროტესტებდით. ახლაც იგივე აზრზე ვარ: ამ რეგულაციებს კორონავირუსის შეკავებასთან კავშირი არ აქვს – პოლიტიკურადაა მოტვირებული და ვაპირებ, არ დავემორჩილო“,– განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ამ დრომდე დაახლოებით შვიდი ჯარიმა აქვს გამოწერილი და მათგან ხუთი ჯერ არ გადაუხდია.

9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.

როგორც დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება: "აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის".

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S