Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

ხატია დეკანოიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

09/11/2020 20:00:37 პოლიტიკა, სამართალი

ენმ–ის წევრი ხატია დეკანოიძე სამართალდამცველებმა 2 000 ლარით დააჯარიმეს.

დაჯარიმება მტკვრის სანაპიროზე მოხდა: დეკანოიძე თანაგუნდელ ლევან ხაბეიშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაბრუნებას გეგმავდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა შეაჩერეს.

დეკანოიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გადაადგილების შეზღუდვის დაწესება არაკონსტიტუციურია, ხოლო სამართალდამცველები დაჯარიმებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსიდან არაადექვატურ მუხლს უთითებენ.

„მუხლი, რომელზეც მიმითითებენ, კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევას ეხება. მე არც კარანტინში ვარ, არც კოვიდი მაქვს და არც კოვიდ–ინფიცირებულთან მქონია შეხება. ამიტომ არ ვემორჩილები და მოვითხოვ, გადამიყვანონ განყოფილებაში“,– განაცხადა დეკანოიძემ.

9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის აქციას მართავს. ამასთან, ბათუმში ოპოზიციის მიტინგი 22:00 საათის შემდეგაც გაგრძელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S