
თბილისი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს
10/11/2020 11:12:17 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ "ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს შეუწყობს ხელს".
როგორც ოფიციალური თბილისი აცხადებს, საქართველო მზადაა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.
"დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.
იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის დასასრული: ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო