Accentnews.ge
„როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის გამყარების მილოცვა?!“

„როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის გამყარების მილოცვა?!“

10/11/2020 16:38:02 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

"როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შეთანხმების მილოცვა, რომელიც რუსეთის კიდევ ერთ ოკუპაციას ამყარებს კავკასიაში და კარს უხურავს დასავლეთს?" - წერს იან კელი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

10 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას ულოცავს. ამასთან ზურაბიშვილმა კონფლიქტის ფასილიტატორებს მადლობა გადაუხადა.

"კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ სომხეთს და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთად დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ თავს", - დაწერა მან „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის "დასასრული": ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S