Accentnews.ge
"მივესალმებით მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა"

"მივესალმებით მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა"

10/11/2020 22:15:45 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიესალმება ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, რათა გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა. განცხადება მან "ტვიტერზე" გაავრცელა.

"მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ მზად არიან მხარდაჭერისთვის",– წერს ჰარცელი.

ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს უნდობლობას, მე–10 მოწვევის პარლამენტს კი ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. მხარეებმა დიალოგის სურვილი გამოთქვეს, თუმცა ამ ეტაპზე არც ფორმატი და არც სასაუბრო თემებია შეთანხმებული: ოპოზიცია ამბობს, რომ დიალოგი მხოლოდ ხელახალი არჩევნების ირგვლივ გაიმართება, ხოლო სახელისუფლებო გუნდი მოლაპარაკების წინაპირობად ცსკ–ის შედეგების აღიარებას ასახელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S