Accentnews.ge
საქართველოში პომპეოს ვიზიტის ერთ–ერთ მიზეზად "დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ​" მოწოდება სახელდება

საქართველოში პომპეოს ვიზიტის ერთ–ერთ მიზეზად "დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ​" მოწოდება სახელდება

11/11/2020 06:55:09 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის ერთ–ერთ მიზეზად "დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ​" მოწოდებას ასახელებს.

"თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ. ამასთან, სახელმწიფო მდივანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც შეხვდება", – ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყების ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პომპეო 13-დან 23 ნოემბერამდე პერიოდში საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში ვიზიტებს განახორციელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S