Accentnews.ge
"აშშ–ის სენატის კანონპროექტში საქართველოს დაფინანსებასთან დაკავშირებული დათქმა არ არის"

"აშშ–ის სენატის კანონპროექტში საქართველოს დაფინანსებასთან დაკავშირებული დათქმა არ არის"

11/11/2020 07:38:57 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის ფინანსური დახმარების კანონოპროექტით განსაზღვრულია, რომ 2021 წელს საქართველო შეერთებული შტატებისგან 132,025,000$-ის ოდენობის დახმარებას ადრე გაჟღერებული დათქმის გარეშე მიიღებს.

მინისტრის განმარტებით, აშშ–ის სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის ასახული წარმომადგენელთა პალატის მიერ ივლისში მიღებულ ვერსიაში არსებული დათქმა, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს დაფინანსების 15%-იან შეზღუდვასთან.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი არსებობს,“- ასკვნის ზალკალიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S