Accentnews.ge
"პომპეოს ვიზიტი არის ქვეყნის მხარდაჭერა შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში"

"პომპეოს ვიზიტი არის ქვეყნის მხარდაჭერა შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში"

11/11/2020 08:05:17 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს მხარდაჭერის გამომხატველია.

"ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რომელიც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ამასთან, ეს ვიზიტი არის საქართველოს მხარდაჭერა იმ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც შექმნილია. ჩვენ ძალიან ჩავიკეტეთ. მხოლოდ ქვეყნის შიგნით პროცესების შეფასებით ვართ დაკავებული, მაშინ, როდესაც ასეთი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას მთელი რეგიონი. საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდება ზუსტად ამ დროს აშშ-ის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და ეს ვიზიტი სწორედ ამ მხარდაჭერის ხაზგასმაა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხთან ერთად, პომპეოს ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება სწორედ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე:

“ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობას და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით”.

მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S