Accentnews.ge
სომხეთში კრემლის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების გეგმა და მისი შემსრულებლები გამოავლინეს

სომხეთში კრემლის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების გეგმა და მისი შემსრულებლები გამოავლინეს

12/11/2020 07:52:55 კავკასია

სომხეთში კრემლის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების გეგმა და მისი შემსრულებლები გამოავლინეს. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) აკადემიის კურსდამთავრებული - სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი დირექტორი არტურ ვანეციანი, პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერი გაგიკ ცარუკიანი, “რესპუბლიკური პარტიის” პრეს-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვი და პარლამენტის ყოვილი ვიცე-სპიკერი არა სააკიანი.

არტურ ვანეციანი სომხეთში კრემლის ფიგურად განიხილება. იგი ფიგურირებდა ხოდორკოვსკის ცენტრ “დოსიეს” მასალებშიც კრემლის მიერ მეზობელი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევის თაობაზე, ბოლო დღეებში კი, ყარაბაღის ცნობილი მოვლენების შემდეგ პრემიერ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

იხილეთ ასევე: სომხური მედია: ერევანში ვააგნ ჩახალიანი დააკავეს

რიგი სომეხი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი, რომელიც იმთავითვე უკმაყოფილო იყო სომხეთის ახალი ხელისუფლებით და აქტიურად უჭერდა მხარს ყველა იმ ძალას, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის გუნდის წინააღმდეგ მუშაობდა (ცნობილი ფაქტია. რომ ′′ლაზარევის კლუბი′′ და სხვა კლანები ჯერ კიდევ რევოლუციის დროიდან აქტიურად იღწვოდნენ პრემიერ ფაშინიანის გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მაშინ მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ისინი რევოლუციის ლიდერ ფაშინიანს “სოროსელად” მოიხსენიებდნენ და მოსახლეობის თვალში ახალი ხელისუფლების ყოველმხრივ დისკრედიტაციას ცდილობდნენ), ახლა – ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ მიზნით ომის ტრაგედიის გამოყენებას ცდილობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S