Accentnews.ge
მედია: ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება

მედია: ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება

12/11/2020 10:15:19 პოლიტიკა

დღეს, 12 ნოემბერს, დაახლოებით, 15:00 საათისთვის ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის წევრებს შორის საპარლამენტო არჩვნების შემდეგ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება,– იუწყება „ფორმულა“.

როგორც მედიასაშუალებამ გაარკვია, მოლაპარაკებას საარჩევნო ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრებიან, თუმცა სად გაიმართება შეხვედრა, ამ ეტაპზე უცნობია.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი „ფორმულასთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები პასუხისმგებლობას აჩვენებენ.

„კარგი იქნება, ვნახოთ მოლაპარაკება, დრო ცოტა რჩება. ყველა მხარემ ლიდერობა და პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს, რისი იმედიც მაქვს“,– განაცხადა ელჩმა.

ცნობილია, რომ მხარეები შეხვედრაზე საკუთარი მოთხოვნებით მიდიან: ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ხელისუფლება კი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S