Accentnews.ge
ბოკერია – ვაშაძეზე: „სიცრუეა, თითქოს ოპოზიციასთან რაღაც მოლაპარაკება იყო დანიშნული და ჩაიშალა“

ბოკერია – ვაშაძეზე: „სიცრუეა, თითქოს ოპოზიციასთან რაღაც მოლაპარაკება იყო დანიშნული და ჩაიშალა“

12/11/2020 13:41:12 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა", "უბრალოდ სიცრუეა".

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მოლაპარაკებები საჭიროა და ის უნდა შედგეს, თუმცა მხოლოდ ერთ საკითხზე - ხელახალი არჩევნების ჩატარება.

"გარდა იმისა, რომ გაუგებარი ცნობიერების ნაკადი მოვისმინეთ, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, მთავარი საკითხი, რაშიც მინდა იყოს სრული სიცხადე, არის შემდეგში - საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს ის, თითქოს რაღაც მოლაპარაკებები მთლიანად ოპოზიციასთან, ან მის ნაწილთან იყო დანიშნული და ჩაიშალა, ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, უბრალოდ სიცრუეა.

სამარცხვინო ამბავია, რასაც ვხედავთ. მე მესმის, რომ ყველა ადამიანი არ არის მზად, კრიზისის დროს რომ პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ ამ ფორმით მოხსნა პასუხისმგებლობის, არის ძალიან ცუდი საქციელი საკუთარი პარტიის და სხვების მიმართაც. წულუკიანს უყვარს ხოლმე აგიოგრაფიული ნაწარმოების ციტირება, ამ შემთხვევაში მართლა შესაბამისია, რომ "ირყეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო", - თქვა ბოკერიამ.

ენმ–ის წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, ვაშაძეს მსგავსი განცხადების საფუძველი ჰქონდა.

„როდესაც ამას აცხადებს, აქვს ამის საფუძველი. მისი მისამართით უსაფუძვლო განცხადებები გაკეთდა“,– განაცხადა სამადაშვილმა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

11 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ცნობისთვის: ამ წუთებში საქართველოში აშშ–ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S