Accentnews.ge
ბაქო: “საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯგუფმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა”

ბაქო: “საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯგუფმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა”

12/11/2020 15:24:57 კონფლიქტები

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთიდან მთიან ყარაბაღში მოხალისეების გამგზავრების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, “საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯგუფმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა”.

იხილეთ ასევე: აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეთა ჯგუფი გაემგზავრა

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ოქტომბერში აფხაზეთში მცხოვრებმა სეირან ქოჯამანიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა (აფხაზეთის სომხური დიასპორის ხელმძღვანელი) და სხვა რიგმა პირებმა 20-ზე მეტი ადგილობრივისგან შემდგარი ჯგუფის მობილიზება განახორციელეს და შეხვდნენ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობას, რომელთანაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით ჯერ სომხეთში ჩავიდნენ, სადაც დაუკავშირდნენ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ პირებს და მათთან დანაშაულებრივ დაჯგუფებაში გაერთიანდნენ. ამის შემდეგ ჯგუფმა უკანონოდ, სომხეთის მხრიდან გადაკვეთა აზერბაიჯანის სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეაღწია. დადგინდა, რომ სომხეთის რეჟიმი მათ დაქირავებულ მეომრებად იყენებდა სამოქალაქო მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ძალების ანტიტერორიტულ ოპერაციებში მონაწილე მებრძოლების წინააღმდეგ», – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მისივე მტკიცებით, ხსენებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა “განსაკუთრებული სისასტიკითა და საერთო საფრთხის მატარებელი მეთოდებით ჩაიდინეს მრავალი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ამასთანავე, აზერბაიჯანის მოქალაქეთა წინააღმდეგ ტერირისტულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ».

სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული, რომლებიც 12-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S