Accentnews.ge
სოხუმი ბაქოს უპირისპირდება: “ელჩის განცხადებები საქართველოს რევანშისტულ განწყობებს აღვივებს”

სოხუმი ბაქოს უპირისპირდება: “ელჩის განცხადებები საქართველოს რევანშისტულ განწყობებს აღვივებს”

12/11/2020 18:02:25 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის ფაიგ გულიევისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მეთაურის - რუსლან აბაშიძის შეხვედრას ეხმიანება. სოხუმი აზერბაიჯანელ დიპლომატს “საქართველოს რევანშისტული განწყობების გაღვივებაში” ადანაშაულებს.

განსაკუთრებით აღაშფოთა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ «აგრესიისა და აზერბაიჯანული მიწების თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის შეწყვეტა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პოზიტიურ ძვრებს მოიტანს არა მარტო აზერბაიჯანისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის».

«როგორც ჩანს, არ აქვს რა ნათელი წარმოდგენა აფხაზეთისა და საქართველოს კონფლქტის ხასიათზე, ეიფორიის მდგომარეობაში მყოფმა ბატონმა ელჩმა თავს უფლება მისცა, საკმაოდ ორაზროვანი განცხადებები გაეკეთებინა, რომლებიც მხოლოდ აღვივებს საქართველოს რევანშისტულ განწყობებს და ანულებს მხარეთა ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. გარდა ამისა, აღმაშფოთებელია თავად ამ შეხვედრის ფაქტი არალეგიტიმური უწყების - «ავტონომიური აფხაზეთის მთავრობის» მეთაურთან, რომელსაც არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს, აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხს წარმოადგენდეს», – ნათქვამია აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

სოხუმი ამ შეხვედრას “პროვოკაციულად” აფასებს და საკითხის ჟენევის დისკუსიებზე დაყენებას გეგმავს.

იხილეთ ასევე: ბაქო: “საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯგუფმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა”

ცნობისთვის: დღეს აზერბაიჯანის საელჩოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა, შეეხნენ ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საბოლოოდ რეგიონში მშვიდობის დამყარებით დასრულდა. რუსლან აბაშიძემ ელჩს ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა. შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S