Accentnews.ge
ცსკ–ში ჟვანია და გოგორიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ცსკ–ში ჟვანია და გოგორიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

13/11/2020 15:01:20 პოლიტიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების განხილმა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს სიტყვიერად ოპოზიციის წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი და ცსკ–ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაუპირისპირდნენ. გოგორიშვილი დაინტერესდა, რა პრინციპით ჯამდებოდა ოქმები – უბნების თუ ოლქების მიხედვით.

"ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის წამყვანი ხომ არ გგონიათ თავი, თუ არ დაწყნარდებით სხდომის დატოვება მოგიწევთ. უკვე რამდენჯერმე მოგეცით გაფრთხილება",- ასე მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.

სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ჟვანიამ გოგორიშვილის დარბაზიდან გაძევების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. ხმათა უმრავლესობით დეპუტატის გაძევება გადაწყდა, თუმცა მანდატურმა გოგორიშვილის გაყვანა სხდომიდან ვერ შეძლო.

"გაძევებული როგორ ვარ, აგერ აქ ვდგავარ. არ დავტოვებ სხდომას. პარლამენტის წევრი ვარ...პარლამენტის წევრი ვარ და ხელს ვერ მომკიდებთ", - განაცხადა გოგორიშვილი.

აქცია მიმდინარეობს საარჩევნო კომისიის შენობასთანაც.

"ვითარება, რომელიც ახლა ხდება, გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ მართული პარტიის "ქართული ოცნების" მიერ, რომელმაც არჩევნების მაგივრად, რეალურად ჩაატარა სპეცოპერაციები და საქართველოს მოქალაქეების ხმები მოიპარა. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ეს უსამართლობა და ამ აქციით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელქვეით თამარ ჟვანიას, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე და არ ვაპირებთ ის დანაშაული შევარჩინოთ, რომელიც მათ ჩაიდინეს. პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ საბოლოო შედეგამდე არ გავალთ",-განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტმა ქრისტინე თოდუამ.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S