Accentnews.ge
პუტინის ინფორმაციით, ყარაბაღის მეორე ომს 4 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პუტინის ინფორმაციით, ყარაბაღის მეორე ომს 4 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

13/11/2020 16:55:00 კავკასია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სამხედრო ესკალაციას 4 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელმაც

დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის შექმნის შესახებ.

პუტინის თქმით, მთიან ყარაბაღში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, ბრძოლების შედეგად, დანგრეულია ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურა და კულტურის ობიექტები.

„მსხვერპლის რიცხვი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში 4000-ს აჭარბებს, დაჭრილთა რაოდენობა კი 8 000-ზე მეტია. დევნილთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით, ათობით ათასია. დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ბევრი კულტურული ობიექტი“ , - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის "დასასრული": ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

«შექმნილ ვითარებაში საქართველომ მის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსება უნდა მოითხოვოს»

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S