Accentnews.ge
ცსკ–მ ოპოზიციური პარტიების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

ცსკ–მ ოპოზიციური პარტიების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

13/11/2020 18:19:09 პოლიტიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამოაცხადა და მიზეზად საფუძველის არარსებობა დაასახელა.

ცსკ–ში საჩივრების ავტორები იყვნენ პარტიებმი – „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის“.

გაირკვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და საია-ს ერთი დღე აქვთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აჯამებდნენ. ხმაური იყო როგორც ცსკ–ში, ისე ადმინისტრაციული შენობის მიღმა: აქტივისტები ცსკ–ს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S