ცსკ-მ არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს დანიშნა
13/11/2020 18:28:20 პოლიტიკა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურები 21 ნოემბრისთვის დანიშნა,– ამის შესახებ ცსკ–ს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა.
„ცსკ ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებას და სხდომაზე დაინიშნა მეორე ტურები და ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში - ამა წლის 21 ნოემბერს“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
ცსკ–ს წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმათოს.
როგორც ცნობილია, სრულიად ოპოზიციური სპექტრი წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს, ხოლო მე–10 მოწვევს პარლამენტს და მეორე ტურებს ბოიკოტს.


