
"ეს "ბოევიკები" შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ": იდენტიფიცირებულებია საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც “არცახისთვის” იბრძოდნენ
16/11/2020 07:24:47 კავკასია
InformNapalm-მა ახალი OSINT-გამოძიება მოამზადა საქართველოს იმ მოქალაქეების იდენტიფიკაციით, რომლებიც მთიან ყარაბაღში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში იბრძოდნენ.
"მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ხშირად ჩნდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “არცახელი” სეპარატისტების მხარეს ბრძოლებში საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მკვიდრნი მონაწილეობდნენ. ღია წყაროების ცნობით, ბრძოლების ერთი თვის განმავლობაში მთიან ყარაბაღში სამცხე-ჯავახეთის 20-ზე მეტი მკვიდრი მოკლეს. დაღუპულები მრავალი წლის განმავლობაში სომხეთში ცხოვრობდნენ და სომხეთის მოქალაქეობაც გააჩნდათ, მაგრამ ინარჩუნებდნენ კონტაქტებს საქართველოში დარჩენილ ნათესავებთან. თუმცა ახალი OSINT-გამოძიების მიზანს არა დაღუპული, არამედ გადარჩენილი “ბოევიკები” წარმოადგენდნენ, რომლებიც ყარაბაღში გამგზავრებამდე სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ და პოტენციურად შესაძლოა, გადაბირებულები აღმოჩნდნენ სხვა ცხელ წერტილებში ბრძოლებში მონაწილეობისთვის " - განმარტებულია საგამოძიებო მასალებში.
როგორც "InformNapalm" აღნიშნავს, ზოგიერთი მათგანის იდენტიფიცირება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს 29 ოქტომბრის სიუჟეტის წყალობით მოხერხდა. სიუჟეტში სახელწოდებით «ჯავახკის [სამცხე-ჯავახეთის სეპარატისტული სახელწოდება – რედ.] მკვიდრთა მომზადება ფრონტზე გამგზავრებამდე” წარმოდგენილი იყო სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი "ბოევიკების" 9-კაციანი ჯგუფი. OSINT-გამოძიების შედეგად, მათ შორის უშუალოდ სამცხე-ჯავახეთიდან ინსაიდერთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 9-დან სულ მცირე, 6 "ბოევიკს", რომლებიც ხსენებულ სიუჟეტში აჩვენეს, სადღეისოდ საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია.
იდენტიფიცირების მიზეზი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც დაქირავებული მებრძოლების მიმართ სანქციებსა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს:
- "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის №21 მუხლი — «საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს, თუ კომპეტენტური ორგანოების დაუკითხავად დაიწყებს სამხედრო სამსახურს სხვა ქვეყნის პოლიციაში ან უშიშროების ორგანოებში»;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი: «უკანონო სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბება და მათში მონაწილეობა, ან მათ მხარდასაჭერად სხვა საქმიანობა ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს 12 წლამდე ვადით»;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლი: .«საქართველოს მოქალაქეების ქმედებები, მიმართული საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ, ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს 8 წლამდე ვადით».
ამ კონტექსტში საგულისხმოა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის იმ დანაშაულების მასალების საფუძველზე, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირთა ჯგუფის მიერაა ჩადენილი.
"ბოევიკების" დადგენილი მონაცემები
- შირაკ ტოროსიანი, დაბ. 1972 წ., საქართველოს მკვიდრი, სომხეთის მოქალაქე.
"ჯავახკელი მოხალისეების" რაზმის მთაური / ინსტრუქტორი, სომხეთში ცნობილია ადგილობრივი მასშტაბის პოლიტიკოსად, არის სომხეთის სახალხო ასამბლეის დეპუტატი და ე.წ. პატრიოტულ კავშირ "ჯავახკის" თავმჯდომარე.
სოცქსელებში გამოდიოდა მოწოდებებით სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხებისადმი, სამხედრო კონფლიქტში მიეღოთ მონაწილეობა. ღია წყაროებში მოიპოვება ტოროსიანის 2014 წლის არაერთი განცხადება, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მუქარას შეიცავს.
- არტემ ტოროსიანი, დაბ. 1991 წ., საქართველოს მოქალაქე, ნინოწმინდის რაიონის მკვიდრი, ცხოვრობს სომხეთში.
ერევნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მოღვაწეობს ტურისტულ სფეროში.
- ხაჩატურ მარკოსიანი, დაბ. 1987 (ან 1988) წ. საქართველოს მოქალაქე, ნინოწმინდის რაიონის მკვიდრი, ცხოვრობს სომხეთში.
ხშირად ჩადიოდა როგორც ევროპასა და რუსეთში, ისე მთიან ყარაბაღში, სადაც ამ გამოძიების რიგ სხვა ფიგურანტებთან ერთად სამხედრო კამუფლაჟში პოზიდერდა 2011 წელს:
- სევაკ ხაჩატრიანი, დაბ. 1985 წ., საქართველოს მკვიდრი, სომხეთის მოქალაქე.
ხშირად სტუმრობს საქართველოს, რომელშიც როგორც ნათესავური, ისე საქმიანი კავშირები აქვს.
- არტუშ გრიგორიანი, დაბ. 1977 წ., ახალქალაქის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს სომხეთში.
ერევნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ფონდ "ჯავახკის" თავმჯდომარე. სახანძრო უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომელი. ფოტოებზე პოზირებს ამ გამოძიების მასალების რიგ სხვა ფიგურანტებთან, ასევე ცნობილ პროვოკატორ-სეპარატისტ ვააგნ ჩახალიანთან ერთად:
- კამსარ კულიჯანიანი, დაბ. 1979 წ. ნინოწმინდის რაიონის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს სომხეთში.
ერევნის პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებული. სახანძრო უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომელი.
- არმენ თევანიანი, დაბ. 1985 წ. წალკის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე. ცხოვრობს სომხეთში.
ერევნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში.
ვახრან შაროიანი, დაბ. 1982 წ., წალკის მკვიდრი, სომხეთის მოქალაქე.
სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე.
- არმენ ავეტისიანი, დაბ. 1981წ. ახალქალაქის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს სომხეთში.
ერევნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, იგი პროფესიით ჟურნალისტია. არის ფონდ "ჯავახკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
"ყველა ზემოაღნიშნული პირი სოცქსელებში აქტიურ პროპაგანდას ეწევა ე.წ. "არცახის" მხარდასაჭერად. ზოგიერთ "პოსტში" შეიმჩნევა სეპარატისტული მინიშნებები სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან მიმართებაში და მუქარა საქართველოს მიმართ, რომელმაც, მათი აზრით, «ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი თავისი პოზიციის გამო". იმის გათვალისწინებით, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა დასრულებულია, გამორიცხული არ არის, მომზადებული "ბოევიკები" საქართველოს და სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გამოიყენონ" - ასკვნის InformNapalm.