Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

16/11/2020 10:48:04 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველი ერთობლივ თანამშრომლობას და ევროპისკენ საერთო გზის გავლას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში პროევროპული კანდიდატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მაია სანდუ იმარჯვებს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სანდუს ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხმების 57.74% აქვს დაგროვებული, მის კონკურენტს, მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს კი – 42.26%.

ჯერ-ჯერობით ხმების 99.5%–ია დათვლილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S