ერდოღანი ყარაბაღში თურქ სამხედროებს გზავნის

16-11-2020 15:29:22 კავკასია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის შესახებ ბრძანებულება მოამზადა. პროექტი პარლამენტში უკვე გადაზავნილია დასამტკიცებლად, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო “Anadolu”.

«ცენტრის დისლოკაციის ადგილს აზერბაიჯანი განსაზღვრავს. მასში იმოქმედებენ სამხედრო მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში კი – სამოქალაქო სპეციალისტებიც. ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ჭრილში, რაც ასახულია გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ეუთო-ს რეზოლუციებშიც” - ნათქვამია ბრძანებულების პროექტი.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ “აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნა თურქეთის ეროვნულ ინტერესებსაც შეესაბამება”.

იხილეთ ასევე: “მთავარი გამარჯვებული ბაქოა: ალიევის აზერბაიჯანმა პუტინის რუსეთი ბეჭებზე დაანარცხა!”

ცნობისთვის: რუსეთი და თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაკონტროლებლად ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. თუმცა შემდგომში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ "არანაირი თურქი სამხედროები ყარაბაღში არ შევიდოდნენ" და რომ დიახ, სადამკვირვებლო მისიაში თურქული მხარის მონაწილეობა მართლაც იყო შეთანხმებული, მაგრამ "დაკვირვების განხორციელება დისტანციურადაცაა შესაძლებელი, მაგალითად, დრონების გამოყენებით".

დღეს, ერდოღანის ბრძანებულების კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა აზერბაიჯანში თავის სამხედროებს მოსკოვთან ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში მიავლენს.«იქ იქნება მონიტორინგის ცენტრი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს არის შიდა პროცედურები, რომელიც თურქეთის შიდა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ანუ, ეს თურქეთის შიდა საქმეა. რაც შეეხება მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ეს რუსეთ-თურქეთის ორმხრივი შეთანხმებების პროდუქცია», – აღნიშნა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები