
ობამა – აგვისტოს ომზე: „პუტინს, როგორც ჩანს, ეს შერჩა“
17/11/2020 13:35:35 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა თავისი მემუარების წიგნში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზეც საუბრობს.
იგი აგვისტოს ომს "რუსეთის საქართველოში შეჭრას" უწოდებს და წერს, რომ "პუტინს, როგორც ჩანს, ეს შერჩა“.
ობამა რუსეთის პრეზიდენტებთან ვლადიმირ პუტინთან და დიმიტრი მედვედევთან მისი შეხვედრის თაობაზეც წერს. იგი პუტინს "ჩიკაგოს მაფიის ბოსს ადარებს", მედვედევის შესახებ კი აღნიშნავს, რომ "იგი რეალურ ძალაუფლებას არ ფლობდა".