Accentnews.ge
პომპეო: "მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში"

პომპეო: "მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში"

17/11/2020 18:19:55 საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში დაეხმაროს.

"აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ერთგულების პრინციპებს. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში", – წერს პომპეო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: თბილისში ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მაიკ პომპეო ოფიციალურ ტურნეს თბილისიდან ისრაელში გააგრძელებს.

იხილეთ ასევე: პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

ქართველი ექსპერტები პომპეოს საქართველოში ამერიკელი სამხედროების მუდმივ საფუძველზე განთავსებას სთხოვენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S