Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: "პომპეომ გახარიასა და ზალკალიანთან შეხვედრისას საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება"

აშშ–ის საელჩო: "პომპეომ გახარიასა და ზალკალიანთან შეხვედრისას საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება"

18/11/2020 07:20:52 საგარეო პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ –მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ–მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე", – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პომპეო თბილისს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ამჟამად პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხვდება. აღნიშნულის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და 13:20 წუთზე კი საქართველოს დატოვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S