Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: "პომპეომ და პატრიარქმა მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი განიხილეს"

აშშ–ის საელჩო: "პომპეომ და პატრიარქმა მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი განიხილეს"

18/11/2020 08:11:49 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი განიხილეს.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: პომპეო თბილისს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. აღნიშნულის შემდეგ იგი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და 13:20 წუთზე კი საქართველოს დატოვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S