
ზალკალიანი: "უნდა ველოდოთ საქართველოში აშშ-ის მეტ ჩართულობას"
18/11/2020 08:20:18 საგარეო პოლიტიკა
"აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შინაარსი, განხილული თემები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უნდა ველოდოთ, ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან, საქართველოსთან მიმართებით", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში. მხედველობაშია სწორედ აშშ-ის მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მიმართულებით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
„