Accentnews.ge
პომპეო: "გახარიასთან და ზალკალიანთან შეხვედრისას სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ"

პომპეო: "გახარიასთან და ზალკალიანთან შეხვედრისას სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ"

18/11/2020 11:47:17 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას რუსულ ოკუპაციასთან ერთად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მოხარული ვარ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის გამო, სადაც სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ საქართველოში. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, რუსული ოკუპაციის საპასუხოდ", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S