Accentnews.ge
კეროლ ბიურო-ბონარი:"ტინი კოქსზე თავდასხმით მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ინსტიტუტებს ესხმის თავს"

კეროლ ბიურო-ბონარი:"ტინი კოქსზე თავდასხმით მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ინსტიტუტებს ესხმის თავს"

19/11/2020 09:12:12 პოლიტიკა

საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კეროლ ბიურო-ბონარი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსის რუსეთის აგენტად მოხსენიებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საკანონმდებლო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის აუცილებელ მშვიდ ატმოსფეროს სერიოზულად უთხრის ძირს. ტინი კოქსზე თავდასხმით, მიხეილ სააკაშვილი თავს ესხმის ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, როგორიცაა ეუთო/ოდირი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა“, - წერს ბიურო-ბონარი.

ნიდერლანდელი ევროდეპუტატი ტინი კოქსი, რომელიც არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავდასხმის ობიექტი გახდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მას „ეფესბეს“ აგენტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ტინი კოქსი რუსეთის კმაყოფაზე მყოფი დეპუტატია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S