მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია

20-11-2020 20:06:32 ადამიანი და კანონი

თბილისში, წერეთელის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულებულია.

როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, ამ დროისთვის მძევლები უვნებლად არიან გათავისუფლებული, ხოლო თავდამსხმელი დაკავებულია.

მას მოლაპარაკების დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხუთი საათის წინ შეიჭრა და მძევლად ცხრა პირი აიყვანა. თავდამსხმელი მედიკამენტების ფასებისა და საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და აზარტული თამაშების აკრძალვას ითხოვდა.

ცნობილია, რომ სავარაუდო თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილი გახლავთ. ის „ფაბრიკაში“ იყო დასაქმებული და როგორც მისი თანამშრომლები აცხადებენ, დღეს სამსახურში არ გამოცხადებულა. ზურაბაშვილს კოლეგები უწყინარ ადამიანად ახასიათებენ და უჭრთ ახსნა, რამ უბიძგა ახალგაზრდას კრიმინალური ქმედებისკენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები