Accentnews.ge
ჯაფარიძე დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში მხარს კონკურენტს „დაუჭერს“

ჯაფარიძე დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში მხარს კონკურენტს „დაუჭერს“

20/11/2020 20:06:31 პოლიტიკა

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი პარლამენში ისე უნდა შევიდეს, როგორც ეს საბჭოთა კავშრის დროს ხდებოდა.

„დიდუბე-ჩუღურეთში მე მხარს ვუჭერ გია ვოლსკის. ყველა ხმა მან უნდა მიიღოს. ვინც მივა, უნდა დაუჭირონ მხარი გია ვოლსკის და საუკეთესო კომუნისტურ ტრადიციებში, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა, როცა ერთი კანდიდატი იყო და მთელი ხმები მასთან მიდიოდა, მინდა, რომ ბატონი გიაც ეგრე შევიდეს პარლამენტში მაჟორიტარად“,– განაცხადა ჯაფარიძემ „მთავარის“ ეთერში.

ცნობისთვის: ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „დიდუბე-ჩუღურეთის“ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში ზურაბ ჯაფარიძე გადავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S