Accentnews.ge
17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება, ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს

17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება, ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს

21/11/2020 05:01:57 პოლიტიკა

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია. თუმცა ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცსკ-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან, თუმცა პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S