Accentnews.ge
გახარია: „ერთმანეთთან მოლაპარაკება უნდა ვისწავლოთ“

გახარია: „ერთმანეთთან მოლაპარაკება უნდა ვისწავლოთ“

21/11/2020 06:10:10 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, უარი თქვას ბოიკოტზე და პარლამენტში შევიდეს. განცხადება მან საარჩევნო უბანზე საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდეგ გააკეთა.

"ყველა ამ პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში, ეს არის ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენ შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ეს არის, როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება, გარდა ამისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო",–განაცხადა გახარიამ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტთან დაკავშირებით.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. თუმცა ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცსკ-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან, თუმცა პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S