Accentnews.ge
ზურაბიშვილი: „დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, მრავალპარტიული პარლამენტი“

ზურაბიშვილი: „დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, მრავალპარტიული პარლამენტი“

21/11/2020 06:19:00 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური არჩევანი კოტე აფხაზის ქუჩაზე, 67-ე სკოლაში გახსნილ უბანზე დააფიქსირა.

"მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი პარლამენტი, მრავალპარტიული, ეს არის ის რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, 9 პარტიას მისცა ხმა და მე მგონი ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია რომ ბიუჯეტი მივიღოთ ისე, რომ ყველა არ მონაწილეობდეს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. თუმცა ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცსკ-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან, თუმცა პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S