კობახიძე – ოპოზიცის ბოიკოტზე: „ეს კინო ნანახი გვაქვს“
21/11/2020 06:43:54 პოლიტიკა
"როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს. ზუსტად ასეთი ვითარება იყო 2016 წელს, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რაც არ არის სწორი ნაბიჯი“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბოიკოტს.
„მათ არ სურთ, მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფაორმება. აქედან გამომდინარე, ისინი მეორე ტურში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ზედიზედ მეორე არჩევნებია ამას აკეთებენ, რაც არ არის სწორი ნაბიჯი და ის ნაბიჯი არ არის, რითაც პოლიტიკაში უნდა იმოქმედო“, – განაცახდა კობახიძემ.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. თუმცა ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცსკ-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან, თუმცა პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.


