Accentnews.ge
კალაძე: "მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად"

კალაძე: "მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად"

21/11/2020 07:29:13 პოლიტიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მედიასთან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება პოლიტიკურ ჩიხს თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება მუშაობა.

ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. თუმცა ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცსკ-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან, თუმცა პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S