Accentnews.ge
საარჩევნო უბანზე ივანიშვილის ვიზიტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია

საარჩევნო უბანზე ივანიშვილის ვიზიტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია

21/11/2020 07:58:00 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს საარჩევნო უბანზე ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. შსს–ს ათობით სამართალდამცველის მობილიზება დასჭირდა იმისთვის, რომ ადგილზე პროტესტის გამოსახატად მისულ მოქალაქეს მასთან კონტაქტი არ ჰქონოდა. კერძოდ, უბანთან იმყოფებოდა კორტების საქმეზე დაკავებული ყოფილი სამართალდამცველის გიორგი ცააძის და. მას სურდა, ივანიშვილთან საკუთარი პროტესტი დაეფიქსირებინა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ჯერ უბნიდან გაიყვანეს, შემდეგ კი ტერიტორია დაატოვებინეს და უბანთან არ უშვებდნენ მანამ, სანამ ივანიშვილმა ხმა არ მისცა და ტერიტორია არ დატოვა.

„სახელმწიფო გაანადგურა ივანიშვილმა და ახლა იწყება მისი პროცესი. სტრასბურგში გაგზავნილი აქს ყალბი განაჩენები და ამით რვა წელიწადია სარგებლობს. 6 წელია, ჩემი ძმა ჰყავს დატყვევებული“,– განაცხადა ირინა ცააძემ.

ივანიშვილმა ხმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მისცა. მან მედიასთან მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა და დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S