12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 177 462 ამომრჩეველი მივიდა
21/11/2020 09:02:35 პოლიტიკა
12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე 177 462 ამომრჩეველი მივიდა, - იუწყება ცსკ–ის სპიკერმა ნათია იოსელიანი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში - 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში - 6.2%.
მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 12:00 საათის მდგომარეობით, აქტივობა 12,3%-ს შეადგენდა.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება, რომელშიც ოპოზიცია არ მინაწილეობს, რადგან არჩევნების შედეგებს არ სცნობენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.


