შატილში ამომრჩევლები ხმას ამ დრომდე ვერ აძლევენ
21/11/2020 09:10:38 პოლიტიკა
შატილში საარჩვნო უბანი ამ დრომდე ვერ იხსნება, - ამის შესახებ ცსკ–ში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
შატილში საარჩევნო უბანი დღეს უამინდობის გამო ვერ გაიხსნა. კერძოდ, ცესკოს განცხადებით, ვერტმფრენმა უამინდობის გამო კომისიის წევრები ადგილზე ვერ გადაიყვანა.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. თუმცა ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცსკ-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან, თუმცა პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.


