15:00 საათისთვის I ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად დაბალია
21/11/2020 12:53:10 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათზე 16.47% იყო. I ტურში იმავე დროს აქტივობამ 36,45% შეადგინა; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათზე აქტივობა იყო 25.37%;
ცნობისთვის: მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ტარდება.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც.
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.


