Accentnews.ge
გაბუნია განმარტავს, რა სახის შეზღუდვებზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო

გაბუნია განმარტავს, რა სახის შეზღუდვებზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო

21/11/2020 14:40:26 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვები, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„საუბარი მიდის იმაზე, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც დაწესდება, იყოს დაბალანსებული, როგორც ჯანმრთელობის ინტერესების, ასევე ეკონომიკური ინტერესების კუთხით. ამდენად, ის, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობდა აქამდე და კიდეც მომდევნო დღეებში იმსჯელებს, იქნება იმგვარი, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესს, სასიცოცხლო და სტრატეგიული მნიშვნელობების ობიექტების ფუნქციონირებას, მაგრამ ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ პრაქტიკაში დავნერგოთ ის შეზღუდვები, რაც მოგვცემს შედეგს. აქ არის საუბარი იმაზე, რაც უკვე ძალაშია – საათობრივი შეზღუდვები, გარკვეულწილად ტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმის მოდიფიცირება, ასევე დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა. ეს არის ის მექანიზმები, რაც შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები სტაბილურად იზრდება და ჯერ კიდევ უცნობია, დღეში 4 000 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის პიკია თუ არა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S